ძლიერმა წვიმებმა კალიფორნიაში წყალდიდობა გამოიწვია (ვიდეო)

 აშშ-ის კალიფორნიის შტატში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ქარის სიჩქარე 60 კმ/სთ-ს შეადგენდა. ყველაზე მეტად ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე დასახლება სანტა-ბარბარა დაზარალდა.
ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერმა ქარმა ოკეანეში შტორმი გამოიწვია. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის სტიქია აშშ-ის ცენტრალურ ნაწილშიც მძვინვარებს. ჯორჯიისა და მისისიპის შტატებში ტორნადოებს 18-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები