ტრამპმა საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუეიმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მეთაური საგადასახადო დეკლარაციას არ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი იუწყება.
ეს საკითხი აქტუალური ამის შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის ავტორები ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ. მან 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
დეკლარაციის გამოქვეყნებაზე უარი იურიდიულად ტრამპს არ ემუქრება. თუმცა ჟურნალისტებმა ეს ძალზე არასასურველ ფაქტად შეაფასეს, საიტმა WikiLeaks-მა, რომელიც სკანდალური პუბლიკაციებით არის ცნობილი, უკვე მოუწოდა ინტერნეტმომხმარებლებს, რომ ამ თემაზე მასალები მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები