მექსიკაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს

საწვავზე ფასების ზრდის აქციის მონაწილეებმა მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს.  მესაზღვრეები იძულებულები იყვნენ საგუშაგოები დაეტოვებინათ. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
როგორც სააგენტო იუწყება, აქცია უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებული არ არის. ცნობისთვის, ტრამპი აშშ-ში მიგრაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიოდა. აქციის მონაწილეები მექსიკაში 20%-ით საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ. გადაწყვეტილება 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები