ჩინეთში შობადობის რეკორდული დონე დაფიქსირდა

2016 წელს ჩინეთში 17, 86 მილიონი ადამიანი დაიბადა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ეს ყველაზე მარალი მაჩვენებელია 2000 წლის შემდეგ.
შედარებისთვის, 2011-2015 წლებში ბავშვების შობადობა ყოველწლიურად 1,4 მილიონით ნაკლებს შეადგენდა.
ჩინეთში 1979 წელს მოსახლეობის ზრდის შესამცირებლად მოქმედებდა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვის“ პოლიტიკა. თუმცა 2015 წელს ის გაუქმდა. ამჟამად ჩინეთში ოჯახებს 2 ბავშვის ყოლა შეუძლიათ.
2016 წლის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა 1 მლრდ 380 მლნ. ადამიანს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები