ადვოკატი დავით ასათიანი მანანა კობახიძის კანდიდატურას საკონსტიტუციოს მოსამართლედ დადებითად აფასებს

ადვოკატ დავით ასათიანის შეფასებით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობისთვის სრულიად მისაღები კანდიდატურაა.
“მანანა კობახიძე იურიდიულ პროფესიაშია უკვე დიდი ხანია და პოლიტიკაში ბოლო წლებია, რაც საქმიანობს. მე მას ვიცნობ ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც ის იყო ადვოკატი, საკმაოდ ცნობილი და მებრძოლი ადამიანი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. როგორც ადვოკატს, იურისტს მას მხოლოდ პოზიტიური კუთხით ვიცნობ და მინდა წარმატებები ვუსურვო. მე, ზოგადად მომხრე ვარ, რომ ყველა სასამართლოში თანამდებობები დაიკავოს იმ ხალხმა, რომელსაც აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რაც მანანას არ აკლია. ის უმძიმეს წლებში იცავდა დაჩაგრული ადამიანების უფლებებს”,- განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები