ასტანაში სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო

სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მოლაპარაკებაში სირიის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შუამავლების სტატუსში შეხვედრას აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის, ირანის და გაეროს დელეგაციები ესწრებიან.
ჟურნალისტებისთვის გახსნილი მხოლოდ შეხვედრის დასაწყისი იყო. მოლაპარაკების მონაწილეებს ყაზახეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართეს.
სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ძირითადი თემა ბაშარ ასადის მომავალი ბედია. სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები მის გადაყენებას მოითხოვენ, მაშინ როდესაც ასადი აცხადებს, რომ ამისთვის სირიის კონსტიტუციის შეცვლა და რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები