იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს  

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, მისი ცხედარი ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კურატოში, სკვერში აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“კვირას” ინფორმაციით, 45 წლის დავით გ-ძეს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ცნობილია, რომ  შემთხვევამდე დავითი ერთ-ერთი ქართველის დაბადების დღის აღსანიშნავად ქართველებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მცირე შეკამათება მოხდა.
16237917_1365616093460880_1754760651_nიტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიის აპულიის რეგიონის, ქალაქ ბარის პროვინციაში, მდებარე დაბა კორატოს სან-ჯუზეპეს მოედანზე, სკვერში სკამზე მისვენებული 45 წლის მამაკაცი აღმოაჩინეს. გამოცემის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 118-ში შეტყობინება დილის 6 საათზე დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიმონ ბოლივარის ქუჩაზე მდებარე სკვერში უცნობი მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მამაკაცს პირადობის დამასტურებული დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. მამაკაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.
იტალიის სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაციის და ახლობლების მოძიების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო და ის დავით გ-ძეა.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. თავდაპირველი ვერსიით, გვამის გარეგნული დათვალიერების შემდეგ, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა, გამოძიებამ თავდაპირველი ვერსია, გვამის გამოკვლევის შემდეგ, უგულებელყო.
საქართველოს მოქალაქის ცხედრის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მას ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, სხვა ადგილზე მოკლეს და სკვერში მიიტანეს. გამოცემაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი, სისხლის კვალი არ ფიქსირდება.
16295522_1365616143460875_1042183005_nგამოძიება მოწმეების დაკითხვას აგრძელებს. ამ დროისათვის დაკითხულია გარდაცვლილის მეუღლე და ყველა ის პირი, ვინც  დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლეც იმავე ქალაქში ძიძად მუშაობს.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია 45 წლის, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.

იზა შაქარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები