დავით ნარმანია პოლონეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
„ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავააქტიუროთ კიდევ უფრო ურთიერთობა თბილისსა და პოლონურ ქალაქებს შორის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები