გამბიის ხაზინიდან ყოფილი პრეზიდენტის წასვლის შემდეგ 11 მილიონი დოლარი დაიკარგა
11 მილიონზე მეტი დოლარი დაიკარგა გამბიის სახელმწიფო ხაზინიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა იახია ჯამემ დატოვა. ამის შესახებ ახალი პრეზიდენტის, ადამ ბაროუს თანაშემწემ აჰმად ფატიმ განაცხადა. მისი თქმით, ხაზინა ფაქტობრივად ცარიელია.
იახია ჯამე, რომელიც გამბიის ლიდერი 20 წელზე მეტი იყო, შაბათს ქვეყნიდან წავიდა და ხელისუფლება დეკემბერში არჩეულ ადამ ბაროუს გადასცა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად ჯამე ეკვატორულ გვინეაში იმყოფება.