ტრამპმა განაცხადა, რომ მალე მექსიკასა და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელახლა გააფორმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალზე მალე მექსიკასთან და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას თავიდან გააფორმებს.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  ეს შეთანხმება  1994 წლიდან მოქმედებს.
კანადის და მექსიკის ლიდერებთან შეხვედრები უკვე დანიშნულია
ტრამპმა ამ შეთანხმებას რამდენჯერმე უწოდა “ყველაზე ცუდი სავაჭრო შეთანხმება აშშ-ის ისტორიაში”. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კანადა და მექსიკა შეერთებულ შტატებთან სამართლიან შეთანხმებას არ გააფორმებს, აშშ მას გააუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები