23 იანვარი

10:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და „პაპუაშვილის საქმეზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს გაასაჯაროვებს, თემაზე: ვინ და რა მიზნით დაბლოკა მორიგების პროცესი გიორგი პაპუაშვილთან ეკონომიკის სამინისტროში, რატომ არ ასრულებენ პრემიერის მითითებებს სამინისტროს საჯარო მოხელეები, გვაქვს თუ არა საქმე საბოტაჟთან.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა; მანანა კობახიძე საკონსტიტუციოს მოსამართლედ; „ფარული მიყურადების გასაღების“ საკიტხი; სხვა, მიმდინარე საკითხები.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საერთაშორისო კონფერენცია – ტენდენციები რიცხვებს მიღმა: ხიდი პოლიტიკასა და ხალხის საჭიროებებს შორის გაიმართება, რომელსაც NDI საქართველოს დირექტორი, ლორა თორნტონი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა კვიკი დაესწრებიან.

23 იანვარს, 11:00 საათზე, “ახალი საქართველოსა” და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრები ფინანსთა სამინისტროსთან, მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ.
მის: გორგასლის ქ. #16
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე – 551662525

23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის: ისანი, ონაშვილის ქ. #1, 37-ე საბავშვო ბაღი

23 იანვარს, 11:00 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

23 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილეს ნიკოლას ქვიქს შეხვდება.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

23 იანვარს, 14:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

23 იანვარს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

23იანვარს, 18:00 საათზე ასოციაციის “Georgia for Friends” ეგიდით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება განსაკუთრებული საჭიროებების(შშმ პირის) მქონე ქალბატონის პოეტისა და
მხატვრის, მარინე ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო და მისი ნამუშევრების გამოფენა. მის: გუდიაშვილის ქ. #7, საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო პირი ლელა მარგიანი – 599891515

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები