რომის პაპი ტრამპზე: ვნახოთ, როგორ იმოქმედებს, რას გააკეთებს

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებისას არ უნდა აჩქარდნენ. „არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს, რას გააკეთებს ტრამპი. ამის შემდეგ შემექმნება ჩემი მოსაზრება მასზე“,- განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, რომის პაპი პოლიტიკაში პოპულიზმის ზრდის საფრთხეზე საუბრობს. პონტიფიკოსი შიშობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისებმა, შესაძლოა, დიქტატურების გაჩენამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს გერმანიისა და ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა.
„გიტლერიც ამბობდა – „მე ამას შევძლებ, მე ამას შევძლებ!“… გერმანელებმა მას მხარი დაუჭირეს, მან კი საკუთარი ხალხი გაანადგურა“,- აღნიშნა ფრანცისკემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები