ქობულეთში მე-13 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

 აჭარაში, ქობულეთში მე-13 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 53 წლის ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მამაკაცს თან ჰქონდა ყავისფერი ჩანთა და სანადირო თოფი.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა დაკარგულის ძებნა იმავე დღეს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები