ნიუ-იორკში ოქროთი სავსე კასრის მოპარვაში ეჭვმიტანილი ეკვადორში დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც ნიუ-იორკში საინკასაციო მანქანიდან ოქროთი სავსე კონტეინერი მოიპარა, ეკვადორში დააკავეს. ოქრო ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
53 წლის ხულიო ნიველომ 29 სექტემბერს მანჰეტენის ცენტრში გაჩერებული საინკასაციო ავტომანქანიდან ოქროთი სავსე კონტეინერი მოიპარა. კასრში 36 კილოგრამი ოქრო იდო,  რომლის ფასიც 1,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფაქტი უსაფრთხოების ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
დაკავებულის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ დანაშაულის მომენტში ის აშშ-ის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები