მისისიპის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა ​(ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის მისისიპის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ტრაგედია შტატის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰატიესბურგში მოხდა.
ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, სახლებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქალაქ პეტალში გაზის გადამცემი მილებიც დაზიანდა. ამჟამად მაშველები მათ აღდგენას ცდილობენ. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
12960343_G 12960355_G 12960350_G 12960348_G 12960347_G 12960346_G 12960344_G 12960471_G 12960469_G 12960468_G 12960465_G 12960464_G 12960463_G 12960462_G 12960461_G

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები