თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში 46 ტერორისტი გაანადგურეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტების 21 ობიექტზე ავიაიერიში განახორციელეს. განადგურებულია 46 ტერორისტი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
შეტევა ოპერაციის „ევფრატეს ფარის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის 24 აგვისტოს დაიწყეს.
ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ სირიის  „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაწმენდა და იქ უსაფრთხოების ზონის შექმნაა.
შეტევას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თურქული ჯარი „სირიის თავისუფალ არმიასთან“ ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები