ირაკლი კობახიძემ ირანელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური პარლამენტის სპიკერს, ალი ლარიჯანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და 2017 წლის 19 იანვარს, სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომა გამოუცხადა.
“საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობ თეირანში, “პლასკოს” სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ამ მძიმე წუთებში, სოლიდარობას ვუცხადებთ ირანის ისლამურ პარლამენტს, მთავრობას და სრულიად ირანელ ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულფასოვან გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები