„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქუჩა N 20-თან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 20 იანვარს, საღამოს 22:00 საათიდან, 21 იანვრის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: რიონჰესის, გუდამაყრის და გმირ კურსანტთა ქუჩებს, სანზონის დასახლების კორპუსებს, ცოტნე დადიანის და ჩარგლის ქუჩების ნაწილს, უწერის, ანდრონიკაშვილის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღრმაღელეს, კნოლევის, დაისის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: თამარ მეფის გამზირს, თევდორე მღვდლის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ფიროსმანის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, ქვლივიძის, ვერხანის, ვეძათხევის, გორკის, ჩაისუბნის, გედევანიშვილის, თიანეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონში: წურწუმიას II შესახვევს, საინგილოს ქუჩის ნაწილს, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის, მახათას, ფაბრიციუსის, სევანის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღნიშნულ ქუჩებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები