ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემასა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშსაც. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები