გიორგი კახიანი – მანანა კობახიძეს კარგი წარსული აქვს და ის აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს

“მანანა კობახიძეს გააჩნია ყველა ის კრიტერიუმი და თვისება, რომლითაც შემკული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი საუბრობს. მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს საქმის პროფესიონალი, სამართლისა და ადამიანის უფლებების კარგი მცოდნე, რა თვალსაზრისითაც, კობახიძეს კარგი წარსული აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურას 23 იანვარს წარადგენს. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი აღნიშნულ პოსტზე 4 კანდიდატურას განიხილავს, რომელთაგან ორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. მდინარაძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მათგანი მანანა კობახიძეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები