“ჩვენ “გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ გვაქვს”

ჩვენ “გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ გვაქვს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენ ვიცით მოლაპარაკება როგორც წარიმართა. ჩვენ ვიცით, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, საქართველოსთვის საუკეთესო პირობები მიეღო. ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია ენერგეტიკის მინისტრის მოწვევა საქართველოს პარლამენტში ან უმრავლესობის სხდომაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები