ქობულეთში, სოფელ შუაღელეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში, წუხელ რევაზიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლი ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, გამგეობა დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანს, შემდგომ სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და აჭარის მთავრობა შესაბამისად დაეხმარება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები