პრემიერი: „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ პირობებში

„ გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმიქ რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ პირობებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ კონკრეტულ პირობებში და მოცემულობაში რომელშიც საქართველო იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი.
„ძალიან სამწუხაროა რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, ვფიქრობთ რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ პირობებში. ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს, იმიტომ, რომ საზეიმო არაფერია, არ ვიცი ვინ წარმოაჩინა ეს. კახი კალაძეს ნამდვილად არ წარმოუჩენია ასე და ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები, მაგრამ იმ კონკრეტულ პირობებში და მოცემულობაშიქ რომელშიც საქართველო იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მაქსიმალურად მიაღწია იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე გასაჯაროვდება თუ არა კონტრაქტი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასაჯაროვდება იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია.
„გასაჯაროვდება იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია. ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი  გვაქვს“, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები