ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა
თბილისში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომიციის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა პირველი სამუშაო შეხვედრა კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე დავით უსუფაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წინა სახელმწიფო საკონსტიტუტიციო კომისიას ხელმძღვანელობდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბუკიკიომ განაცხადა, საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა.
„შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ და მინდა აღვნიშნო, სამართლის საკითხებში ქართველ ექსპერტებთან ჩვენ სრული აზრთა თანხვედრა გვაქვს. ბევრ მათგანს უკვე წლებია ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ვთანხმდებით იმ საკითხებში, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თქვენს ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად. საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა. შეხვედრა არ იყო დაანონსებული, რადგან ის ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში არ არის შეტანილი. ვენეციის კომისიას კი სურს ჰქონდეს რეალური კონტაქტი საზოგადოების უშუალო ნაწილთან,“ – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ.
ბუკუკიომ პირველი ოფიციალური შეხვედრა პარლამენტის და ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან გამართა.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ვენეციის კომისიის დელეგაციას ან წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელოდებიან.