გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.
გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრ დოქტორ მაჯედ ბინ აბდულა ალ კასაბის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში გაზრდილი არაბული ინვესტიციები იყო. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.
გიორგი გახარია შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. საუბრისას აღინიშნა ის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები, რომელთა განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.
2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10.53 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25.19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები