დევნილი პოეტების საღამო გაიმართება

27 იანვარს, 15:00 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დარბაზში (ქავთარაძის 21), დევნილებისათვის შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ კულტურისა და სპორტის სამსახურის პოპულარიზაციის ჯგუფის  ხელმძღვანელმა თამარ ხიზანიშვილმა განუცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობენ  ორი თაობის პოეტები ოკუპირებული ტერიტორიიდან.
უფროსი თაობიდან იქნებიან: მზია ხეთაგური, შოთა დარბუაშვილი, ლია ჭიღლაძე, ციცინო ბაბუციძე… ასევე, საზოგადოება გაიცნობს ათ ახალგაზრდა  პოეტს, რომლებიც დევნილობაში ქმნიან ლექსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები