ალექსანდრე კობაიძე: გარკვეული ადამიანების მხრიდან მიდის მიზანმიმართული თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე

თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ღირსეული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. კობაიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული ჯგუფი დესტრუქციული ქმედებით ცდილობს სახელმწიფოს იმიჯი შეულახოს. კობაიძე აღნიშნულ პირებს გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიეცა თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმას. ხშირად გარკვეული ძალა შეგნებულ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს თავდაცვის სამინისტროს მისამართით. ეს ადამიანები თავს ესხმიან თამარ კიკნაძის მსგავს ადამიანებს, ადამიანი, რომელიც წლებია ღირსეულად ემსახურება ქვეყანას, რომლის ოჯახმაც სამშობლოს გაუზარდა გმირი. სამწუხარო ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებზე მიდის ზეწოლა. დავით ნემსაძე, ასევე ვინმე გოქაძე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ და ახლა კი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენენ და ამ ეტაპზე ექსპერტის წოდება აქვთ, ცდილობენ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანებზე თავდასხმას და მათი იმიჯის შელახვას. მსგავსი ქმედებით ჩრდილს აყენებენ მთლიანად სახელმწიფოს. მათ არ აქვთ ერთი არგუმენტიც, რომ კონკრეტულად ისაუბრონ ფაქტებზე. ძალიან სამწუხაროა, როცა მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ ჩემი კოლეგები. შეწყდეს ღირსეულ თანამშრომლებზე თავდასხმა, მე სახელმწიფოს მოვუწოდებ რეაგირებისკენ, თუ ეს პირები არ გამოიჩენენ გონიერებას,“-განაცხადა „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები