ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი დღეს გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართება. კონცერტი პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში (ასევე მაუწყებლის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე) გადაიცემა.
მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება, მათი სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობა 10 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ღია კენჭისყრის შედეგად განისაზღვრა.
საუკეთესოს კონკურსანტს საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი (მოკლე ტექსტური შეტყობინებების – SMS-ების საშუალებით) გამოავლენენ. მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება სცენაზე,
დაიწყება ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდება.
კონკურსანტებისთვის გულშემატკივართა მიერ გამოგზავნილი ყოველი SMS-იდან შემოსული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში.
ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადები 2016 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მიიღებოდა, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს,
რომელიც წარმოადგენდა სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერას. 2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველ ეტაპზე საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში მონაწილე 25 კონკურსანტი დასახელდა.
20 იანვარს ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც საქართველოს კიევში, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
2017 წელს საქართველო ევროფესტივალზე კონკურსანტს მეათედ წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები