გიორგი გახარია: თუ აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ”გაზპრომთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული.
”ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი, დღეის მდგომარეობით, ვალდებულების გარეშე ან ვიყიდით თუ არა საერთოდ ამ გაზს. პოლიტიკურ ჭრილში, ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა, ალბათ, ამ ეტაპზე, შეუძლებელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა, რომლის თანახმადაც, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. ახლა კი საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ,  „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები