ზვიად ძიძიგური „გაზპრომზე”: ამ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის ძალიან კარგი პირობაა ჩადებული

“არც ერთი ოპონენტი არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში”, – ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ქართული მხარისთვის ძალიან ოპტიმალური ვარიანტი გამოვიდა.
„არც ერთი ოპონენტი არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა. მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთებულია. უფრო მეტის მიღწევა კი შეუძლებელი იყო. ამ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის ძალიან კარგი პირობაა ჩადებული“, – განაცხადა ძიძიგურმა.
კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა, რომლის თანახმადაც, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. ახლა კი, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები