მაკა ჩიჩუამ “ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების” შესახებ ფორუმის მონაწილეებთან დისკუსია გამართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში “საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების” შესახებ ფორუმის გახსნის შემდეგ დისკუსია სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა.
ჯგუფებში დისკუსიის ძირითადი განსახილველი თემები საქართველოში ბავშვთა საკითხებზე არსებული გამოწვევები და ფორუმზე დასმული ძირითადი პრობლემატური საკითხები იყო.
სამუშაო ჯგუფებში დისკუსიის დასრულების შემდეგ ჯგუფების მოდერატორებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი განხილული ძირითადი საკითხები და როგორც მოკლე ისე გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.
დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად მიიღო და ფორუმის მუშაობა შაჯამა.
“მგონია, რომ უნდა გავერთიანდეთ და უფრო მეტი ძალა უნდა შევმატოთ ამ ბროძალას – ბრძოლას ჩვენი მომავლისთვის. ამაში ხელისუფლების ყველა ინსტიტუცია თანხმდება, რომ ბავშვები არიან ჩვენი მომავალი, ვისთვისაც მაქსიმუმი რესურსი, რაც გვაქვს უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი შეხვედრის მიზანი, უფრო მეტ კონკრეტიკაში, რომ გადავიყვანოთ ეს განხილვა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი შვილები ჩვენი მომავალია – ეს იქნებიან ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებით თუ სრულიად ჯანმრთელი – ადამიანი, როდესაც იბადება და მას ღმერთმა სიცოცხლე მისცა, ჩვენ ამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.