ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს მიმართა – „მათ მოიტანეს ჩვენი ქვეყანა დღემდე“

„როდესაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად არაფერი მუშაობდა, სკოლის კარი ერთი დღითაც არ დაკეტილა“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა, სადაც მან მასწავლებლებს განვლილ წლებში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გმირები უწოდა.
მინისტრმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებები გააცნო და სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებზე ესაუბრა.
”ისინი არიან გმირები, მათ მოიტანეს ჩვენი ქვეყანა დღემდე. როდესაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად არაფერი მუშაობდა, სკოლის კარი ერთი დღითაც არ დაკეტილა. ეს არის ამ ხალხის დამსახურება. მინდა მათ ვუთხრა, რომ მათი იმედი მაქვს, მათ გვერდით ვარ ყველანაირი თვალსაზრისით”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
განათლების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლიდან პედაგოგის წასვლა-მოსვლა გაკვეთილებისა და სასწავლო პროცესის ხარისხთან არის კავშირში  და არავითარ შემთხვევაში ასაკთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები