უძრავი ქონების რეგისტრაცია გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა.
2016 წელი 2012-2015 წლებთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წელთან (495 128 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 30.7%-ით, 2013 წელთან (482 475 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 34.1%-ით, 2014 წელთან (519 763 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 24.5%-ით, 2015 წელთან (546 830 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 18.3%-ით. წინა წელთან შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციებისრაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.1%-ს მეორადი, ხოლო 22.9%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წელს კი, შესაბამისად, 81.1% და18.9%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები