პროექტის “მწვანე კლიმატის ფონდის მზაობის დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პროექტის -“მწვანე კლიმატის ფონდის მზაობის დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპმა მიმართეს.
პროექტი საქართველოსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს ეროვნული უფლებამოსილი ორგანო.
შეხვედრის მონაწილეებმა მწვანე კლიმატის ფონდიდან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხებზე იმსჯელეს. პროექტს მწვანე კლიმატის ფონდის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
მწვანე კლიმატის ფონდი 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 (COP16) კონფერენციაზე შეიქმნა, როგორც კონვენციის და უშუალოდ პარიზის შეთანხმების მთავარი ფინანსური ორგანიზაცია.
შეხვედრაში მონაწილეობა კლიმატის ცვლილების ექსპერტებთან ერთად, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები