ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმების პროცესს

ესპანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ესპანური გამოცემა “The Diplomat” ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობას (FITUR) მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში თავისი კანდიდატურისთვის მხარდაჭერის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ესპანეთმა პოლოლიკაშვილის კანდიდატურისადმი მხარდაჭერა უკვე გამოხატა. მან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე შესაძლოა, ჯორდან ტალებ რიფაი ჩაანაცვლოს.
ესპანური გამოცემა იუწყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონკლოაში მთავრობის პრეზიდენტს, მარიანო რახოის შეხვდება. კვირიკაშვილის ვიზიტი მადრიდში 18-22 იანვარს დაგეგმილი, ტურიზმის 38-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პლატფორმას ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევისთვის საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენებს. ესპანეთმა პოლოლიკაშვილის კანდიდატურისადმი თავისი მხარდაჭერა უკვე გამოხატა. მან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ჯორდან ტალებ რიფაი შეიძლება ჩაანაცვლოს.
ესპანეთი ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ახალი მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესს. ის ასევე ემხრობა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გაგრძელებას. რახოი და მისი ქართველი კოლეგა ასევე განიხილავენ საქართველოს მოთხოვნას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
„უკანასკნელი წლების მანძილზე გატარდა ამბიციური რეფორმები და მიღებულ იქნა ყველა ზომა, რათა საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს დაახლოებოდა. ბუნებრივია, რომ საქართველოს დიდი მოლოდინი აქვს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა “The Diplomat”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები