გია ვოლსკი: ფსიქოტიპი სააკაშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორია

“ფსიქოტიპი სააკაშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფაზეც და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და უგულავა-ბოკერიას ფრთას შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
”წყალგამყოფი ამათ შორის არის ის, რომ სააკაშვილი რევოლუციური გზისკენ მოუწოდებს. არ ეშვება ამას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ ვენა, ყველა ეუბნება, რომ არ შეიძლება ასე. ახალი ცხელი წერტილის შექმნა არ შეიძლება, ისედაც ბევრი საგარეო გამოწვევის ფონზე. უგულავა-ბოკერიას ფრთა ცდილობს, წყალგამყოფი გააკეთონ, რომ ისინი არიან ინტელექტუალები, რომლებიც ”ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდება პარლამენტში.
სინამდვილეში, ორივე ეჯიბრება ერთმანეთს, ვინ უფრო მაგრად გალანძღავს ბიძინა ივანიშვილს და ვინ უფრო ჩაგვდებს მიწაში. თითქოს უგულავა-ბოკერიას იდეა უფრო პროგრესულად ჟღერს დასავლეთისთვის, მაგრამ ჩემთვის, რიტორიკის გარდა, არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით, ეს წყალგამყოფი არსად არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის.
მე არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო იმ ადამიანებს, ვინც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, მის პოლიტიკას და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მე მათ წინაშეც ვალდებულება მაქვს და ეს ვალდებულება უნდა შევასრულო. არ ვიცი და ვერ გეტყვით, რომ მას რაღაცა განსაზღვრული მისია აქვს დაკისრებული, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოტიპი სააკაშვილი განაპირობებს იმას, რომ საქართველოში შეიძლება მოკლევადიანი წარმატებული პერიოდი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორია ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები