მამუკა ახვლედიანი: პარტია გაიყო ორ ნაწილად და ეს დასანანია ყველასთვის

“პარტია გაიყო ორ ნაწილად და ეს დასანანია ყველასთვის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესები თბილისის საკრებულოშიც აისახა.
„იმ ფონზე, რაც ცენტრალურ დონეზე მიდის და საქართველოს პარლამენტში მძაფრი დაპირისპირების ფონზე- ანალოგიური მოვლენები არ ასახულა ჯერ თბილისის საკრებულოში. საკრებულოში იყო ორი ფრაქცია და უკვე დაფიქსირებულია კვლავ ორი ფრაქცია – ფრაქცია „თბილისი“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.
ფრაქცია „თბილისი” წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ამ ფრაქციას მე წარმოვადგენ. ორივე ფრაქცია სამი დეპუტატით არის დაკომპლექტებული. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთიანი, ვიყავით 7 დეპუტატი. ქალბატონმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ იგი რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, თუმცა აღნიშნა, რომ არ შედის არც ერთ ფრაქციაში, რადგან გაყოფა მისთვის მიუღებელია და თავის საქმიანობას საკრებულოში გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სევდია უგრეხელიძის პოზიცია იხრება „ნაციონალური მოძრაობისკენ“. როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, სევდია უგრეხელიძის გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად და ნეიტრალურად დარჩეს, არ არის სწორი. მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ის გიგი უგულავას გუნდშია. მისი განცხადებითვე, გაყოფის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები