„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასა და თავმჯდომარეს აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობა“ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს და ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა“,- ამის შესახებ პარტიის წევრმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
ნინო კალანდაძის ინფორმაციით, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე, ასევე,  სხვა მმართველობითი თანამდებობები.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური რეპრესიები და ამ საკითხთან დაკავშირებით, ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს.
რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელსაც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი იკავებს, კალანდაძის თქმით, ვინაიდან მერაბიშვილს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე და არ ჩატარდება გენერალური მდივნის არჩევნები.
”მთავარი აქცენტები გაკეთდება, თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა კალანდაძემ.
”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.   უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი. პარტიაში არის 35 000 რეგისტრირებული წევრი და ვინაიდან მათი უმრავლესობა გამოთქვამს  ყრილობაზე დასწრების სურვილს, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
ყრილობას, მთლიანობაში, 9 000 ადამიანი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები