დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის პრინციპი ჩამოშლილია

“სახეზეა ის, რომ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიას მომავალი არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის პრინციპი არის ჩამოშლილი, ამ ფორმით და ასეთი დაქუცმაცებით, ისინი მეტ ხმას ვერ მოიპოვებენ, იდეოლოგიურად ისინი აბსოლუტურად ერთ აზრზე არიან, მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის და არსებული ხელისუფლების დამარცხება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მილევადი პარტია. არჩევნებშიც იკვეთებოდა ის სიტუაცია, რომ ისინი ვერცხლის წყალივით გაიბნენ, ეს იყო, ჩემი აზრით, ერთგვარი სტრატეგია, ისინი არიან ოპოზიციაში მარტო მმართველ გუნდთან კი არა, საკუთარ ქვეყანასთანაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას ხუნდაძე ლოგიკურად თვლის. იგი მიიჩნევს, რომ პარტიის წევრები იდეოლოგიურად ერთნაირები არიან. ხუნდაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოძალადეები უწოდა.
„ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება, სიურპრიზებს უფრო გაზაფხულიდან ველოდები. ახალი პოლიტიკური სპექტრი მოსალოდნელია ქართულ პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის სეგმენტაციას, უსუფაშვილმაც გააკეთა გარკვეული განცხადებები, ამიტომ ახალი პოლიტიკური აქტივობები თვითმმართველობის არჩევნებისთვის იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები