სოფიო ქაცარავა: ტრამპის ინაუგურაციას, სხვა ქვეყნების მსგავსად, არც საქართველოს დელეგაცია დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის არც საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება“,-ბამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა. მისი თქმით, საკითხს სპეციალური პროტოკოლი არეგულირებს.
საგარეოს უწყების ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს დიპლომატიური მისია იქნება წარმოდგენილი.
„ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. როგორც ხდებოდა ტრადიციულად, ზუსტად იგივენაირად უკეთებენ ორგანიზაციას ამჯერადაც ინაუგურაციის ცერემონიალს. ასე რომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო არ ესწრება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დელეგეციები არ ესწრებიან, ასევეა საქართველოც“,- განმარტა ქაცარავამ.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია სამ დღეში გაიმართება, რის შემდეგაც შტატების 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები