“ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, დეგრადაციას”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ადამიანურად მაინც გული სწყდება როდესაც ზოგიერთი ადამიანის დეგრადაციას ხედავს. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას გააკეთა.

„მე არასდროს მეგობრობას არ ვურევდი სახელმწიფო საქმიანობაში. ჩემი მთავარი ძალა ეს არის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეგობრობა. ამისთვის მაკრიტიკებდნენ, ივანიშვილი მაგას მინუსად მითვლიდა, მაგრამ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ პიროვნული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოსა და იდეაზე. მე არც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, რომ ჩემი ნათესავები სათოფეზე არ გაეკარებინათ თანამდებობასთან, ფულის კეთებესთან და იმასთან, რომ ჩემს გამო არიან წარმატებულები. ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. რა თქმა უნდა დამრჩა მეგობრები წასულებს შორის, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იდეა არის სახელმწიფოებრივი და პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, როცა ყველაფერს მოვრჩებით ყვარელში, რთველის დროს, სუფრაზე, თუმცა, იმის იქით სახელმწიფო უწყებებში… ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს შორის. რაც მოხდა, მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები