სოფო კილაძე ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას უმასპინძლა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, საუბარი სასამართლო სისტემის რეფორმირებას და ამ მიმართულებით მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხო.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმირების სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
სოფო კილაძემ ქვეყანაში ადამიანთა სოციალ-ეკონომიკურ უფლებებზე და მათ პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ადამიანთა შრომითი და სოციალური გარემოს უზრუნველსაყოფად.
„როცა ადამიანი დასაქმებული და სოციალურად უზრუნველყოფილია, ნაკლებია მისი კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვის, აზარტულ თუ სხვა მავნე ჩვევების შეძენის რისკი“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე ნიდერლანდების ელჩი სოფო კილაძის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობითაც დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები