ეროვნული ვალუტა კვლავ გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7084 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7211 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0127 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8695 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8961ლარს შეადგენდა.
2.7211 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.73 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები