შალვა კიკნაველიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, გამართა. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი – ტობი დევისი, ადამიანის უფლებებისა და დასაქმების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერი – ვენდი სილვერმანი და საქართველოს საკითხების უფროსი ოფიცერი – ტრეისი ნეველი ესწრებოდნენ.
ვაშინგტონში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებსაც, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და ამ გზაზე აშშ-ს მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები