სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ახლა, როდესაც საქართველო დგას დიდი საფრთხეების წინაშე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ოლიგარქის წყალობით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება, ტაქტიკური განსხვავებებისა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები