კახა კალაძე ლარიზაციის გეგმაზე: გაჟღერებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით ე.წ. ლარიზაციის პროგრამა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„ის რეფორმები, რომელიც იქნა გაჟღერებული და რომელიც განხორციელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, იმ პრობლემის მინიმალიზაციას, რაც იმ ადამიანებს გააჩნდათ, ვისაც კრედიტები ჰქონდათ ბანკებში და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები