როგორი ამინდია მოსალოდნელია საქართველოში -უახლოესი დღეების პროგნოზი

19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურიდან აცნობეს, 15 იანვარს, შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს, დღისით +9;+14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით – +1;+6 გრადუსია მოსალოდნელი; თბილისში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.
16 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთაში – თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება; დღისით კი +9;+14 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -6;-1 გრადუსი იქნება, დღისით – +5;+10 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი; დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.
17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და დღისით ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობში ღამით – +2;+7; დღისით +11; +16 დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსი იქნება, დღისით – +4;+9 გრადუსი; თბილისში ღამით 0; ხოლო დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი. 19 იანვრიდან კი, საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები