პრემიერმა სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმრო “შატო დიო” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო “შატო დიოში” იმყოფებოდა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ამხანაგობა “დიო”, აღნიშნული თანხით საოჯახო მეღვინეობის ბიზნესს განავითარებს.
როგორც ამხანაგობის დამფუძნებლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მიღებული გრანტით შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ.
ამხანაგობა “დიო”, სამომავლოდ, წარმოებული ღვინის ექსპორტსაც გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში დღეიდან ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები