ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“ სახელწოდება შეეცვალა

ფრაქციას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“ სახელწოდება შეეცვლა და “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ დაერქვა. ახალ ფრაქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, როგორც ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ  ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრაქციის შემადგენლობას ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა დაემატნენ. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის რეგლამენტის დაცვით.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ფორმალურად ფრაქციის შემადგენლობაში რჩებიან ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით, როგორც ამ პარტიის წევრები, ისე შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები