თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მობინადრემ განუცხადა, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში სულ 5 პირი იმყოფებოდა. CO-ს გაჟონვის შედეგად 4 ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმთა ბრიგადამ 4 პირს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
მომხდარი ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები